წესები და პირობები

09 თებერვალი, 2026 წელი, თბილისი

წინამდებარე დოკუმენტი არის WANT.GE-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს “გრინლაინს” შორის. შპს “გრინლაინი” (ს.ნ. 405142652) რეგისტრირებული მისამართი – გ.ცაბაძის ქ. N8, 0119, თბილისი, საქართველო.

შპს “გრინლაინი” წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც “WANT.GE”.

WANT.GE-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და WANT.GE-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება WANT.GE-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან WANT.GE მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია WANT.GE-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. WANT.GE-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

WANT.GE (შემდგომში “ჩვენ”, “ჩვენი”, “ვებ-გვერდი”) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს “გრინლაინი”, საიდენტიფიკაციო კოდი 405142652, რეგისტრირებული: გ.ცაბაძის ქ. N8, 0119, თბილისი, საქართველო;
მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს WANT.GE-ზე განთავსებული პროდუქცია;
მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;
პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა;
ანგარიში – მომხმარებლის მიერ WANT.GE-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
შპს “საკურიერო კომპანია”- საკურიერო კომპანია, რომელიც ახორციელებს WANT.GE-ზე შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის მიწოდებას;
შპს “საკურიერო კომპანია” ქვეკონტრაქტორი კომპანია – საკურიერო კომპანია, რომელიც შპს “საკურიერო კომპანია”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდებას.
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს WANT.GE-ზე განთავსებული პროდუქცია.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს “გრინლაინი”. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

ᲠᲔᲒᲘᲡᲢᲠᲐᲪᲘᲐ

WANT.GE-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

სახელი;
მისამართი;
ელექტრონული ფოსტა;
სისტემაში შესასვლელი პაროლი.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს “სისტემაში ავტორიზაციას”.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

ელექტრონული ფოსტით.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას WANT.GE-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს WANT.GE-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, WANT.GE-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის WANT.GE-ის გამართულ ფუნქციონირებას;
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და WANT.GE-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

WANT.GE-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

WANT.GE იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, არასწორი/არასრული მონაცემების მითითითების, უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

WANT.GE იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.

თანხის და პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა გრძელდება 14 დღე. თუ შეძენიდან 14 დღეზე მეტი გავიდა, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ თანხის სრულ დაბრუნებას ან გაცვლას.

დაბრუნების უფლება რომ გქონდეთ, შეძენილი საქონელი უნდა იყოს გამოუყენებელი და იმავე მდგომარეობაში, როგორიც ჩვენთან შეიძინეთ. ის ასევე უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში.

დაბრუნების შესასრულებლად, ჩვენ გვჭირდება ქვითარი ან შეძენის დამადასტურებელი საბუთი

არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც თანხის მხოლოდ ნაწილობრივი დაბრუნება ხდება:

ნივთს ეტყობა გამოყენების აშკარა ნიშნები
ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის თავდაპირველ მდგომარეობაში, არის დაზიანებული ან დაკარგული აქვს ნაწილები, არა ჩვენი შეცდომის გამო.
ნებისმიერი ნივთი, რომელიც ბრუნდება მიტანიდან 14 დღეზე მეტი ხნის შემდეგ

ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

როდესაც მივიღებთ შეტყობინებას თანხის დაბრუნების შესახებ, გადამოწმების შემდეგ, შეგატყობინებთ, დამტკიცების ან უარყოფის შესახებ.

თუ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, მაშინ თანხის დაბრუნება მოხდება თქვენს საბანკო ანგარიშზე ან გადახდის ორიგინალ მეთოდზე (ბარათზე ან ნაღდი ანგარიშწორებით)
დაგვიანებული ან დაკარგული თანხის დაბრუნება

თუ ჯერ არ მიგიღიათ დაბრუნებული თანხი, ხელახლა შეამოწმეთ საბანკო ანგარიში.

შემდეგ დაუკავშირდით ბანკს სადაც უნდა მიგეღოთ თანხა, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს თანხის ოფიციალურად ასახვას ანგარიშზე.

თანხის დაბრუნების ასახვამდე ხშირად არის დამუშავებისთვის გარკვეული დრო. (სხვადასხვა ბანკიდან გადარიცხვის დროს)

თუ ეს ყველაფერი გააკეთეთ და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ თანხა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@want.ge ; 577 122546
დასდაკლებული ნივთები

შესაძლებელია მხოლოდ ჩვეულებრივი ფასის საქონლის დაბრუნება. ფასდაკლებული ნივთები ვერ დაბრუნდება.
გაცვლა

გაიცვლება ნივთები, თუ ისინი დეფექტური ან დაზიანებულია. თუ სურვილი გაქვთ მისი გაცვლა იმავე ნივთზე, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება სურათებით ელ. ფოსტა-ზე info@want.ge და გამოგვიგზავნეთ საქონელი მისამართზე: თბილისი, ცაბაძის 8, სავაჭრო ცენტრი კიდეობანი, მე-2-ე სართ; მაღაზია 150.

თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ნივთის დაბრუნებისთვის გაწეული ხარჯების გადახდაზე. ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება. თქვენ მიიღებთ თანხას ტრანსპორტირების ღირებულების გარეშე.

იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, შეიძლება განსხვავდებოდეს გაცვლილი ან დაბრუნებული პროდუქტის მიწოდების ღირებულება.

თუ აბრუნებთ ძვირიან ნივთებს, შეგიძლიათ ისარგებლოთ პსასუხისმგებლიანი მიწოდების სერვისით ან იყიდოთ გადაზიდვის დაზღვევის სერვისი. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ მივიღებთ თქვენს დაბრუნებულ ნივთს.

ᲨᲔᲫᲔᲜᲘᲚᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „იზი გრუპ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406267276, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N 7

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს “საკურიერო კომპანია”.

WANT.GE, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს “საკურიერო კომპანია”-ს.

WANT.GE მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „იზი გრუპ“-ს, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. WANT.GE-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ WANT.GE-ს ვებ-გვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება თბილისის ტერიტორიაზე, ხორციელდება 1-2 სამუშაო დღეში.

დიდსა და პატარა რეგიონებში, WANT.GE-ს ვებ-გვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 – 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 – 10 სამუშაო დღეში.

საქართველოს მასშტაბით საკურიერო მომსახურების ღირებულება 200 ლარამდე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში შეადგენს 5-დან 20 ლარამდე, ხოლო თუ შეკვეთა აღემატება 200 ლარს საკურიერო მომსახურება უფასოა.

შეკვეთის ღირებულება გულისხმობს მომხმარებლის მიერ საბოლოოდ გადახდილ თანხას.

ქეშბექი არ ვრცელდება მიტანის საფასურზე.

თუ მომხმარებელი განახორციელებს ერთზე მეტი პროდუქტის შეკვეთას და შეკვეთის მიღებამდე გააუქმებს რომელიმე პროდუქტს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთა გააუქმოს სრულად.

​​მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს WANT.GE-ისგან მიღებული ვაუჩერი მხოლოდ ერთხელ. აკრძალულია მომხმარებლის მხრიდან ვაუჩერის მიღების მიზნით ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა. ვაუჩერის ორჯერ ან მეტჯერ გამოყენების ან/და ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა, WANT.GE-სათვის განიხილება არაკეთილსინდისიერ ქმედებად, რაც შემდგომში გამოიწვევს შეკვეთის ან/და ანგარიშ(ებ)ის გაუქმებას.

ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან ადგილზე ნაღდით კურიერთან.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება მის მიერ არჩეული ანგარიშსწორების შესაბამის გვერდზე, სადაც უთითებს გადახდისთვის მოთხოვნილ საკუთარ მონაცემებს (მაგ. ბარათი). ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის ან/და მომხმარებლის მხრიდან შერჩეული შესაბამისი პროვაიდერის მიერ.

WANT.GE-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის ან/და სხვა სახის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲮᲣᲠᲕᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

თუ WANT.GE მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს WANT.GE-ს გუნდს.

მომხმარებლის მხრიდან WANT.GE-ის ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა დააჭიროს “ანგარიშის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.

ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ

WANT.GE შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.

WANT.GE პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

WANT.GE იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

WANT.GE გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

WANT.GE სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.

კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

WANT.GE-ის პლატფორმაზე არსებული AI preview ფუნქციონალი ხელს უწყობს მომხმარებლის ხედვას, წინასწარ შექმნას წარმოდგენა პროდუქტის ვიზუალსა და პარამეტრებზე. WANT.GE მომხმარებელს ატყობინებს, რომ აღნიშნულ ფუნქციონალს შესაძლებელია ჰქონდეს ცდომილება მატერიალურ რეალობასთან მიმართებით. WANT.GE სრულად იხსნის პასუხისმგებლობას AI preview პროცესთან, შედეგებთან და სიზუსტესთან დაკავშირებით.

მომხმარებლის მიერ AI preview-ს გამოყენებით განთავსებული ფოტო უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული ფუნქციონალის მიზნებს, იგი არ უნდა არღვევდეს სხვა პირის უფლებებს და არ უნდა შეიცავდეს მესამე პირის პერსონალური ხასიათის მონაცემებს.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. WANT.GE მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, WANT.GE-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს WANT.GE-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით WANT.GE მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

WANT.GE უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა WANT.GE-ისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, WANT.GE შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება WANT.GE-ის ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:

WANT.GE ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს WANT.GE-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის WANT.GE-ს.

WANT.GE-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს “გრინლაინის” საკუთრებას.

WANT.GE-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, WANT.GE-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს WANT.GE-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს WANT.GE-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, WANT.GE უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება WANT.GE-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს WANT.GE-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

WANT.GE პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას WANT.GE-ს საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა WANT.GE-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს WANT.GE-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲬᲧᲕᲔᲢᲐ

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.

წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის WANT.GE-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

WANT.GE იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს WANT.GE-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, WANT.GE მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ᲛᲐᲠᲔᲒᲣᲚᲘᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲛᲓᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲔᲑᲘ

WANT.GE იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, WANT.GE მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.